რეზონანსი
28.10.2020

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ბორის პინეგინმა ახსნა, თუ რატომ არ ინფიცირდება ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსით მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა კონტაქტი ვირუსის გადამტანებთან.

„ბუნებრივი იმუნიტეტის მაღალი დონე. უნდა იქნას განხილული თითოეული ასეთი შემთხვევა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც 100 წელს ცოცხლობენ, რადგან მათი საწყისი მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ეს მათ ბუნებამ და მშობლებმა უბოძეს“ – განაცხადა ექსპერტმა.

მანამდე კი სანკტ-პეტერბურგის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, არეგ ტოტოლიანიც შეეხო ამ თემას. მისი თქმით, მეცნიერები ამ მოვლენის ბიომარკერებს ამ დრომდე ვერ ხსნიან.

სპეციალისტის თქმით, ეს ფენომენი ვერ აიხსნება მხოლოდ წესების ზედმიწევნით დაცვით და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×