რეზონანსი
28.10.2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ორსული ქალი დაინფიცირდა. რთულია კიდევ ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. იგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის კლასტერიდან არის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი, ახლა თბილისში გადაჰყავთ.

კორონავირუსით დაინფიცირდა ნეკრესის ეპარქიის ერთ- ერთი ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირიც. კოვიდ- 19 გამოვლინდა საარჩევნო კომისიებშიც.

კორონავირუსი დაუდასტურდა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსა და თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

კოვიდ-19 აღმოაჩნდა ყვარლის საავადმყოფოს რეანიმაციის ექთანსაც. გაიზარდა კოვიდინფიცირებული პედაგოგების რაოდენობაც.

ვირუსი დაუდასტურდა გურჯაანის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თვითიზოლაციაში მყოფ პედაგოგსა და თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელს.

კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა გურჯაანის მერიას დაქვემდებარებულ დასუფთავების სამსახურშიც.

კოვიდ-19 დაუდასტურდა თავდაცვის სამინისტროს თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ორ თანამშრომელს.

კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა კახეთის რეგიონის სამართალდამცავ სტრუქტურაში.

ეპიდემიოლოგებმა ყველა ინფიცირებულის კონტაქტი მოიძიეს. მათი რაოდენობა 89 -ს შეადგენს.

ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×