რეზონანსი
28.10.2020

დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების გზით სიარულს. დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს. რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, პირველ რიგში იგულისხმება პირბადე და დისტანცია, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×