რეზონანსი
28.10.2020

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი გაიზრდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ეს სტაბილიზაციის ტენდენციის მაჩვენებელია, თუმცა სტაბილიზაციისგან ჯერ ისევ შორს ვართ.

„თუ ჩვენ ჩამოსულები ვიყავით ამ დიდი პიკური პერიოდის დროს სადღაც 33%-მდე, უკვე ავიდა გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა 44%-ზე. დღევანდელი რიცხვი არის 2 197 და ეს კარგია უკვე, როცა გამოჯანრმთელებულთა რაოდენობამ გადაფარა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა. ეს უკვე პირველი ასეთი ტენდენცია გამოჩნდა გარკვეულად სტაბილიზაციისკენ, მაგრამ სტაბილიზაციისგან ძალიან შორს ვართ", - განმარტა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×