რეზონანსი
28.10.2020

შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დავიწყეთ უფროსკურსელების მიერ სწრაფი კურსის გავლის, რათა ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ჩვენს ექიმებს ეპიდვითარების მართვაში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დავიწყეთ უფროსკურსელების მიერ სწრაფი კურსის გავლის, რათა ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ჩვენს ექიმებს ეპიდვითარების მართვაში. შესაბამისად, ორშაბათიდან სამედიცინო რეზერვი, უფროსკურსელთა ბაზა უკვე მზად იქნება. ეს იქნება მოკლე, სწრაფი კურსი, რომელშიც შედის როგორც ქოლცენტრში მუშაობა, ასევე კოვიდ-სასტუმროში ან საკარანტინო სივრცეში მუშაობა. ცხადია, უფროსკურსელი სტუდენტები არ ანაცვლებენ ექიმს, ისინი უბრალოდ ეხმარებიან მას. ეს მნიშვნელოვანია მათი ცოდნისთვისაც, და თუ ექიმებს დახმარება დასჭირდათ, დარწმუნებული ვარ, უფროსკურსელები ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ", - განაცხადა ჩხენკელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×