რეზონანსი
28.10.2020

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ აძლევენ ხოლმე არჩევნებზე ხმას, როგორც წესი, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დღეს.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებზე აქტივობა მაღალი იქნება, რადგან ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ამომრჩეველთა მაქსიმალურად ფართო წრეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს, რომლებიც არიან საავადმყოფოებში, საკარანტინო სივრცეებში თუ იზოლაციაში. მათ ჰქონდათ ამისთვის ვადა, რომ დარეგისტრირებულიყვნენ, არის მცირე სეგმენტი, რომლებიც დაინფიცირებულები იქნებიან შემდეგ დღეებში და ისინი ვერ მოახერხებენ ხმის მიცემას, თუმცა ასეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გარკვეული, კონკრეტული მიზეზების გამო ვერ აძლევენ ხოლმე არჩევნებზე ხმას, როგორც წესი, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დღეს. მაგალითად, მოკლევადიანი ვიზიტორების რაოდენობა საზღვარგარეთ, დღეს არის ბევრად უფრო მცირე, ვიდრე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ კონკრეტული მიზეზის გამო ვერ მისცემენ ხმას.

შესაბამისად, ცესკომ გააკეთა ყველაფერი, რომ აქტივობა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იყო. აქტივობა იქნება მაღალი და ეს არის მათ შორის იმის დამსახურება, რომ ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა ზომა მიიღო ამისთვის",- განაცადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×