რეზონანსი
28.10.2020

ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის" კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის" კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავს ოქრიაშვილს და რამდენს უხდის ორი თვის განმავლობაში ამ აგიტატორებს, თუმცა ეს თანხები დეკლარირებული არ არის", - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბოლნისში, „ქართული ოცნების" შტაბში ადგილობრივებს თანხებს უხდიდნენ, და განაცხადა, რომ პარტიის მისამართით მუდმივად ისმის მსგავსი ბრალდებები, თუმცა კონკრეტული ფაქტებით ეს არ დასტურდება.

„თეორიულად არ გამოვრიცხავთ, რომ იქ, შტაბში ვიღაც ვიღაცას რაღაცას აძლევდეს. გვითხარით სახელი, გვარი, ვინ რა გააკეთა და გვექნება რეაგირება. მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები და არავინ გვეუბნება კონკრეტულ ფაქტებს, ასეთ შემთხვევაში რეაგირება არ გვაქვს", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
*****   (28.10.2020)
თქვენ სად არიგებთ იქ მოვალთ მაგრამ ხმას არ მოგცემთ.

***   (28.10.2020)
სხვაგან თქვენ არიგებთ არა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×