რეზონანსი
29.10.2020

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი არის 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ხშირად ადამიანებს კლინიკური სიმპტომები უვლინდებათ 5-დან 7 დღის განმავლობაში. კლინიკურ სიმპტომებამდე 24-48 საათით ადრე უკვე ადამიანი ვირუსის გამოყოფას იწყებს და ის უკვე გადამდებად ითლება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება სრულიად ჯანმრთელი ადამიანი რისკის მატარებელი იყოს.

​„ძირითადად ჩვენს ქვეყანაში და ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ძირითადად ანალიზებს სიმპტომიანი ადამიანები იკეთებენ. მოსახლეობის 30-40 პროცენტი ისე იტანენ ამ ვირუს, რომ თითქმის სიმპტომებს არ ავლენს და ამას ვერ ხვდება. ეს არის ზუსტად იმის საშიშროება, რომ როდესაც უსიმპტომო პაციენტების გამოვლენა ვერ ხდება, ეპიდემიის ძლიერი კონტროლი გართულებულია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×