რეზონანსი
29.10.2020

30 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელ აქციაზე თბილისს და საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ოკუპანტების ენაზე უმღერა.

მაშინ, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და საქართველო დღემდე ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მავთულხართებისგან გათავისუფლებას, ქვეყნის მთავარ მოედანზე პროვოკაციული ნაბიჯი იმ პარტიამ გადადგა, რომლის მმართველობის დროს ასზე მეტი სოფელი დროებით ოკუპანტებმა მიიტაცეს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები, რომლებიც მაშინდელი მთავარსარდალისგან გასხვავებით, სამშობლოს დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ.

ბუბა კიკაბიძის რუსულად ამღერებას საზოგადების პროტესტი მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×