რეზონანსი
29.10.2020

ჩვენი ადგილი არის ევროპაში და შემთხვევით არ არის ის, რომ ყველა რეფორმა, გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი რომელსაც ჰქვია ევროპა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენი ქმედებებით და რეფორმებით პატივს ვცემთ იმ ღირებულებებს რასაც ევროპულ ოჯახში ძალიან მაღალი ადგილი უკავია, ეს არის: სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რომელიც ეს ყველაფერი წლების წინ მათი („ნაცმოძრაობა“) ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს ფეხქვეშ იყო გათელილი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ წარსულში და 2024 წელს ჩვენ უკვე გვსურს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი, რომ ჩვენ გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (30.10.2020)
Ачвенет винмем ам клиавс мсофлиос политикури рука садац евроласац ки вер иповис.

Sos   (30.10.2020)
Ra shorsaxar relobidan klouno,chamoprindi mtvaridan.vis unda evropashi matxovari da dachachanekebuli qveyana.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×