რეზონანსი
29.10.2020

რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?! ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხარდაჭერა და თუ ჩვენ შევცდით, თუ ჩვენ მრავალჯერ შევცდით, თუ ჩვენ ახლა 31-ში კიდევ შევცდით ჩვენ ბევრჯერ გვექნება კიდევ სანანებელი და მოსაბოდიშებელი, მაგრამ ამ ვალს ჩვენ ვეღარასდროს გავისტუმრებთ. ამიტომ მე მოგიწოდებთ თქვენ, ვიყოთ დარაზმული იმისათვის, რათა ჩვენ თვითონ ავუკრძალოთ ჩვენს თავს შეცდომის უფლება, - ასე მიმართა სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს" ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.

„არ შედრკეთ ქუთაისელებო! არ შეცდეთ ქუთაისელებო! იმისთვის, რომ არ შეცდეთ და არ შედრკეთ, აუცილებელია, ირწმუნოთ კრიტერიუმი, რომელსაც ჰქვია სახელად სამართლიანობა. მე თვითონ სამართლიანობის პროფესიის მსახური გახლავართ. არ ვიცი რამდენად კარგი და რამდენად წარუმატებელი, მაგრამ ფაქტია, რომ მე ვარ ერთგული ამ იდეისა და ვიქნები მარად. და თუ ჩვენ ვირწმუნებთ ამ კრიტერიუმს მივიღებთ საზომად, ადვილი გადასაწყვეტი იქნება რა უნდა ვქნათ 31 ოქტომბერს. უბრალოდ დაფიქრდით, რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ, ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ მივცეთ ხმა სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?! იმათ, ვინც სიცოცხლისთვის და ღირსეული სიცოცხლისთვის იბრძვის. თქვენ თვითონაც ძალიან კარგად იცით, რა უნდა ითქვას და რა უნდა იქნას იმისათვის, რომ ჩვენ ბედნიერი ვიყოთ და მომავალი ბედნიერი გავხადოთ. ერთადერთი სურვილი მაქვს და მე მინდა გაგიზიაროთ ეს. 31 თარიღი, საკრალურ თარიღად იქცა საქართველოსთვის. მე ვგულისხმობ 31 მარტს. ჩვენ გვაქვს იმის საშუალებაც რომ 31 ოქტომბერი დიად და საკრალურ თარიღად ვაქციოთ. ნუ იტყვით უარს ამ შესაძლებლობაზე. ამავე დროს დავუჭიროთ მხარი ჩვენს შესანიშნავ ქუთაისელებს, რომლებიც ღირსეულად არიან წარმოდგენილი აქ და მივცეთ ხმა იმათ, რომლებიც, დარწმუნებული ვარ ქუთაისს ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენენ. ჩვენს პრობლემატიკას, ზოგი იქ პარლამენტში, ზოგი აქ მერის თანამდებობაზე. ძვირფასო ქუთაისელებო, იმედი მაქვს, რომ არ გავამტყუნებთ ერთმანეთის მოლოდინს", - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (30.10.2020)
Ра ткма унда твалтхариебс унда мивцет хмеби. Гоумарджос Гахариас, номер пирвел твалтхариас мтел постсабчота сиврцеши. Гоумарджос Угрехелидзес рогорц Гахариас номер пирвел фанс. Ваша амханагебо, ваша!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×