რეზონანსი
29.10.2020

კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ტესტის პასუხები ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

imedinews-ის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდოდ, ძმისგან დაინფიცირდა 11 თვის ჩვილი, რომელიც სტაციონარშია მოთავსებული. ვირუსი დაუდასტურდა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ერთ პედაგოგს და საუბნო -სარჩევნო კომისიის ერთ წევრს.

უმძიმესია 84 წლის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში თანმხლები დაავადებებით მოათავსეს. ინფექციის მატარებელი აღმოჩნდა თელავის მერიის ერთი თანამშრომელი და ორ არასრულწლოვანი;

ახმეტაში COVID-19 დაუდგინდა პანკისის ხეობის მკვიდრს, სუფთა სახლის თანამშრომელს, მამა-შვილს და საბავშვი ბაღის პედაგოგს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×