რეზონანსი
30.10.2020

ზუგდიდში 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი და ძებნილი ბადრი ესებუას ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ გრიგოლიშში – დღევანდელ ალერტკარში ცხოვრობს. მას ჰყავს მამა ტარიელ ესებუა, დედა ნუნუ ჯიქია და უფროსი ძმები: ბიძინა და ბიკენტი. ძმებიც,როგორც სოფელში ამბობენ ფერმერები არიან და ოჯახში მეურნეობას უძღვებიან. უფროსი ძმა ბიძინა სოფელში ცალკე სახლში ცხოვრობს.

„პატიოსანი ოჯახია, მამა ტარიელი ელექტრიკოსია და ამიტომ საჭირო კაცია. კოხტა ერთსართულიანი სახლი უდგათ, გვერდით კი სახლს აშენებენ იმავე ეზოში. ასევე ჰყავთ ცხვრები, ძროხები, ღორები, ქათმები და ინდაურები. სოფლის მეურნეობას ეწევიან, წელგამართული და სტუმართმოყვარე ოჯახია”, - ამბობს მეზობელი.

რაც შეეხება ბადრის, იგი ბოლო ოთხი თვე სულ სოფელში იყო და მამას ეხმარებოდა. 

„ეს ბადრი ნაბოლარაა, ძალიან კეთილი ბიჭია, არავისთან არაფერი შეშლია და საერთოდ ტარიელ ესებუას ოჯახს სოფელში ყველა გამორჩეულად პატივს სცემს”, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ წყარომ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (30.10.2020)
რა შუაშია ხიხო? რა გინდათ ამ ადამიანთან, რასაც ის აკეთებს სიკეთეს სამშობლოსთვის,რომელიმეს გაუკეთებია ცოტათი მაინც? იაზროვნეთ საღად რა

ჭორლეონე   (30.10.2020)
ხოდა რაღაც მოხდავიღაცამ აიძულა ეს ბიჭი. ყველაფერი გაირკვევა როცა ხიხოს ყვერებით დაკიდებენ ხეზე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×