რეზონანსი
21.11.2020

ფიტნეს ცენტრი Aspria fitness განცხადებას ავრცელებს. ისინი სამძიმარს უცხადებენ ავტოკატასტროფაში დაღუპული ოჯახის წევრებს.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თორ­ნი­კე კო­ბა­ხი­ძე და გენ­რი წახ­ნა­კია აღნიშნული ფიტნეს ცენტრის თანამშრომლები იყვნენ.

"ასპრიელებისთვის, დღეს ძალიან მძიმე დღეა. თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ჩვენს უსაყვარლეს, სიცოცხლით აღსავსე თანაგუნდელებს თორნიკესა და გენრის იცნობდა, დაუჯერებელია მომხდარი ტრაგედია. ვერ ვიჯერებთ, რომ დავკარგეთ კეთილი, ჭკვიანი და მიზანდასახული ბიჭები, სპორტსმენები, რომლებიც ჩვენი გუნდის განუყოფელი წევრები იყვნენ და ასე დარჩებიან მუდამ. ასპრია, მთელი გუნდის სახელით, სამძიმარს უცხადებს თორნიკეს და გენრის ოჯახებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (21.11.2020)
ეს ცხონებულები რა სიჩქარით მოძრაობდნენ,ასე ორუ კაცი რომ დაღუპა.ნელა იარეთ,ხალხოოო....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×