რეზონანსი
21.11.2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მზარდია და 4 000-ს უახლოვდება. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, საქართველოსთვის პიკი დღეში 4 000 ახალი შემთხვევაა თუ მოსალოდნელია კიდევ ზრდა.

„შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია და ვუახლოვდებით 4 000-ს. ასევე, საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, 4 000 არის ჩვენთვის პიკი, თუ შეიძლება, რომ კიდევ შემდეგი ზრდაც ვნახოთ. მაქსიმალურად ხდება პრევენციული ზომების მობილიზება და იმაზე საუბარი, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. ასევე, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და სასტუმროების მობილიზებაც ხდება. შემდეგი სარეზერვო მოცულობა არის 7 000-მდე გაიზარდოს საწოლფონდი და მაქსიმალური, რაც შეიძლება სისტემამ დიდი დატვირთვით გაიაროს, ეს იქნება 8 000-მდე საწოლი, თუმცა ეს არის მაქსიმალური მობილიზების სქემაში. საქართველომ დამატებითი სივრცეების სახით გამოიყენა სასტუმროები, რაც ძალიან კომფორტული მოდელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, სასტუმროში სერვისი გახდეს მეტად განვითარებული", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×