რეზონანსი
21.11.2020

ოთხი თვის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ხელისუფლებას და ზოგადად, საგამოძიებო ორგანოებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონს მოეგონ და სანამ დროა, გამოიძიონ მისი შვილის მკვლელობის საქმე.

თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და ამბობს, რომ ეს რწმენა კიდევ უფრო გაამყარა გრიფით საიდუმლო საქმის მასალების გაცნობამ, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც, ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა, 23 წლის პროგრამისტს აფთიაქებში არ შეუძენია. - ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" განაცხადა. 

არანაირი წინსვლა საქმეში და გამოძიებაში არ არის. არავინ დამკავშირებია პროკურატურის წარმომადგენლებიდან, რადგან თვითონ აფარებენ ხელს დამნაშავეებს. ჩემი მოთხოვნა უცვლელია, უკვე ოთხი თვეა ვითხოვ თვითმკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებას და საქმეში ეფ ბი აის ექსპერტების ჩართვას, სანამ გვიან არ არის, მოეგონ გონს და გამოიძიონ მკვლელობა, მე სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ სიმართლე დავადგინო და ჩემი შვილის წინაშე პირნათელი წარვსდგე, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ "მთავარი არხის" ეთერში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×