რეზონანსი
21.11.2020

არსად არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა, თუ ვინმეს მტკიცებულება აქვს, რომ სადმე რამე პრობლემა იყო, წარმოადგინონ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას საარჩევნო უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, რა შეიძლება ამაში იგულისხმებოდეს. ძალიან მშვიდი არჩევნები იყო. არსად არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა. თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს იმისა, რომ სადმე რამე პრობლემა იყო, წარმოადგინონ ეს მტკიცებულებები, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, ყველა ხედავდა, რამდენად მშვიდ ვითარებაში წარიმართებოდა ეს არჩევნები და არავის არ ჰქონდა არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ რაიმე პრობლემა სადმე შექმნილიყო.

აქედან გამომდინარე, თუ რამე ფაქტები იქნება, ბუნებრივია, მზად ვართ რეაგირებისთვის. ჩვენ მიჩვეულები ვართ, პირველ ტურშიც იგივე იყო, მეორე ტურშიც. როცა იმ ვითარებაში, რაც დღეს იყო, კარუსელებზე ლაპარაკობ, ეს უბრალოდ სასაცილოა. ჩვენი ოპონენტები ამასაც არ ერიდებოდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
₾₾₾"   (22.11.2020)
რა სირცხვილია!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×