რეზონანსი
22.11.2020

მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედა პირველ კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს.

“ხელ­ზე მა­კო­ცა, დავ­ლო­ცე და სამ­სა­ხურ­ში გა­ვუშ­ვი. ყვე­ლა­ფერ­მა იმოქ­მე­და ეტყო­ბა, დე­და­ჩემს წა­მა­ლი ვერ ვუ­ყი­დე, მა­ღა­ზი­ი­დან პურს ვალ­ზე ვყი­დუ­ლობთ… ეკო­ნო­მი­უ­რი გა­ჭირ­ვე­ბა იყო მი­ზე­ზი, რომ ასე­თი რამე ჩა­ი­დი­ნა. რო­გორც ჩანს, ცოტა და­ლია.

ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ ხალ­ხს, ვინც ლე­ვან­მა გუ­შინ შე­ა­წუ­ხა. ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვა­ნის და მა­პა­ტი­ეთ მე, რო­გორც ერ­თა­დერ­თი შვი­ლის პატ­რონს. მე სხვა არა­ვინ გა­მაჩ­ნია. მას ეს ბო­რო­ტე­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია. მე არ ვა­მარ­თლებ. რას ქვია შე­იჭ­რა?! მეც რომ ვიყო და ვი­ღაც შე­მო­ვარ­დეს, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბა. ამ ხალ­ხის წი­ნა­შე ძა­ლი­ან მცხვე­ნია. 73 წლისა ვარ უამრავი თაობა გამიზრდია. ძალიან გთხოვთ აპატიეთ ლევანის და მაპატიეთ მე," - განუცხადა "ფორმულას" ზურაბაშვილის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მურთაზ   (22.11.2020)
ამბობენ ეს ქალი ოცნების კორდინატორია თქვე ოჯახაშენებულებო ხომხედავთ თქვენს კორდინატორებს წამლისფული არ გააჩნიათ აბა სხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია მიხედეთ ხალხს თორემ ესგამარჯვება ცუდად მოგიბრუნდებათ ბატონო ბიძინა თუ მიშას მთავრობას 2მილიარდით დაეხმარე ხალხი ვერგრძნობს შენგან ვერავითარ დახმარებას მიხედე გაჭირვებულ ხალხს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×