რეზონანსი
22.11.2020

ქუთაისში მეორე ტურის შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 91,92% (29,867ამომრჩეველი) აიღო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძემ კი 8,08% (2,627 ამომრჩეველი). რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილმა 92% (29,914 ამომრჩეველი) მიიღო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ შუშანიამ 8%, (2,590 ამომრჩეველი) მიიღო. სულ არჩევნებში მონაწილეობა 33,823 მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 21,85 პროცენტია. საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარი დაიწერა საიას მიერ და ყველა პროცედურული ხასიათისაა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისში 130-ვე უბანი დათვლილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 08:00 საათისთვის დათვლილი უბნების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები ლიდერობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×