რეზონანსი
22.11.2020

ამერიკული კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებული  კორონავირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 ამერიკულ დოლარამდე ეღირება, – ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის ფასი შეკვეთების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.

წლის ბოლომდე „მოდერნა“ ვაქცინის 20 მილიონი დოზის გამოშვებას აპირებს. ამ ეტაპზე, კომპანიასთან მოლაპარაკებას ევროკომისიაც აწარმოებს.

წინასწარი კვლევებით, ამერიკული კომპანია Moderna-ს ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×