რეზონანსი
22.11.2020

ევროკავშირის ელჩი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს და აცხადებს, რომ მცდელობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წინსვლა არ იქნება.

კარლ ჰარცელის თქმით, აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია, რომ საბოლოდ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება.

„ყოველთვის ვხედავ გამოსავალს. გასულ პარასკევს გვქონდა შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელიც ვფიქრობ, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, თუ სად შეიძლება ვიპოვოთ წინსვლის გზა საქართველოს სასარგებლოდ, პარლამენტის სასარგებლოდ, რომელიც იქნება მზად იმ მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას მოკლევადიან პერსპექტივაში და ამავდროულად, გააუმჯობესებს წინსვლას ევროპულ გზაზე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ეს არის ის, რისთვისაც მე ვიბრძვი.

ეს მცდელობები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მივალთ მომენტამდე, როდესაც ამ დისკუსიებში წინსვლას მივაღწევთ. აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია, რომ საბოლოდ ჩვენ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, სადაც საქართველო შეძლებს ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება. ეს უნდა იყოს მიზანი და ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამას სჭირდება ლიდერობის უნარი და პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა მხარემ უნდა აიღოს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×