რეზონანსი
22.11.2020

საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თმით, საჩივრები ეხება ერთ შემთხვევაში უბნის ბათილად ცნობას, ასევე მოთხოვნილია გადასატანი ყუთების ბათილად ცნობა გლდანსა და ქუთაისში. საჩივრები შესულია რუსთავის, გლდანის, თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და ისნის ოლქებში.

„რუსთავის ოლქში შესულია ერთი საჩივარი, გლდანში -2, თელავში 1, ზუგდიდში - 4, ქუთაისში -5, ბათუმში -1 , ისანში -1 . რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ამ დროისთვის შესული საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. აღნიშნული საჩივრების განხილვა დადგენილ ვადებში მოხდება.

რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმების კანონიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ის შეიძლება დღეს და ხვალ შევიდეს საოლქო საარჩევნო კომისიებში და შესაბამისად, სააოლქო საარჩევნო კომისიები კანონით დადგენილ ვადებში მოახდენენ საჩივრებთან დაკავშირებით რეაგირებას. ვადა გახლავთ 2 დღე.

დავაზუსტებ და გეტყვით უფრო დეტალურად, რომ თელავში მაგალითად ერთი საჩივარი ეხება უბნის ბათილობას, გლდანში და ქუთაისში იყო საჩივარი, რომელიც ეხება გადასატანი ყუთების ბათილობას, დანარჩენ შემთხვევებში არის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოთხოვნილი“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×