რეზონანსი
22.11.2020
მიკროსაფინანსო ორგანიზცია „ემ ბი სის” ფილიალზე თავდამსხმელს,  ლევან ზურაბაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ზურაბაშვილის ადვოკატები საქმის მასალებს უკვე გაეცნენ და აცხადებენ, რომ საქმეშია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საქმის შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენებები, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ და რაც საქმეშია მოცემული არცერთი მათგანი არ ამბობს, რომ რაიმე სახის იძულებას ან შეზღუდვას ლევანის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე დგას გამოძიება, ვინაიდან მან დეტალურად უნდა გაარკვიოს სინამდვილეში რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა, რა ვიტარებაში მოხდა, რის შემდგომაც სწორი კვალიფიკაცია უნდა მისცენ”, – აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.
ადვოკატ ირაკლი ჭაჭუას თქმით, შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს, რადგან ზურაბაშვილს რეალურად, მძევლები არ აუყვანია.
„ეს მუხლი საერთოდ უნდა მოეხსნას, არანაირი მძევლად აყვანა არ ყოფილა, დაზარალებულების ჩვენებებს გავეცანი, არავინ არ ამბობს, რომ აღკვეთილი ჰქონდათ თავისუფლება”, – აცხადებს ირაკლი ჭაჭუა.
შეგახსენებთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ლევან ზურაბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
უიი   (22.11.2020)
გაანებონ თავი ამ ბიჭს ისეთი არაფერი დაუშავებია თავისი სათქმელი აბა როგორ ეთქვა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×