რეზონანსი
22.11.2020

რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიციას არც ის აინტერესებს - მათ ჯახი აინტერესებთ, რომელიც პოლიტიკურ ველზე შესაძლო წარმატებას მოუტანს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ ველზე რთული მდგომარეობაა, მაგრამ კრიზისი ხელოვნურია.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

„უნდა გავიგოთ, რომ ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. მათ განცხადებებს ლოგიკური საფუძველი არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვაცხადებდით, რომ მათი ნებისმიერი საქმიანობა, ნებისმიერი საქციელი, თუნდაც პარლამენტის ბოიკოტირება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროს, ადასტურებდა მათ არჩევნები და საარჩევნო შედეგები არ აინტერესებთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×