რეზონანსი
22.11.2020

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Regeneron-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებაზე საგანგებო ნებართვა გასცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი, რომელიც COVID-19-ის ანტისხეულების ნაზავს წარმოადგენს, გამოიყენება 12 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის, ვისაც დაავადების მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ფორმა აღენიშნება და მდგომარეობის გაუარესების რისკი არსებობს. პრეპარატის გამოყენება აკრძალულია ჰოსპიტალიზირებულ და ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებზე.

Regeneron-ის პრეპარატი მონოკლონური ანტისხეულების ორ სახეობას შეიცავს. სწორედ ამ „კოქტეილით“ უმკურნალეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც მისი ეფექტიანობა დადებითად შეაფასა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×