რეზონანსი
24.11.2020

ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერი ხატია დეკანოიძე მაია ცქიტიშვილის განცხადებას ამორალურს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მძიმე ვითარების ოპოზიციაზე გადაბრალებას იმიტომ ცდილობს, რომ არ იცის ჩიხიდან ქვეყანა როგორ გამოიყვანოს.

"ეს არის წარმოუდგენლად ამორალური განცხადება. ისეთ ვითარებაში, როდესაც უკიდურესად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, საკუთარ ხალხს დააბრალო, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელება, ადამიანებს, რომლებიც მოპარული არჩევნების და საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდნენ გარეთ. წარმოუდგენლად ამორალური განცხადება იყო. არავითარი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია და ისევ ოპოზიციას გადააბრალა ეს ძალიან მძიმე ვითარება", - ამბობს დეკანოიძე.

დღეს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, მათ შორის, არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებული პოლიტიკური კამპანიის და აქციების ბრალია.

ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, არ დაეცვათ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული წესები.

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როცა ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება, პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს ამ რიცხვებში და სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც გვაქვს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
eka   (25.11.2020)
არა მე დავარბენინებდი მიტინგებზე,არ იცოდით რომ ეს მოხდებოდა?

ბათუმელი   (24.11.2020)
დიახაც ოპოზიციის ლიდერების ბრალია,გემწარათ სიმართლე? ჩვენ თვალები გვაქვს,რომელიც ხედავდა და ხედავს როგორ ექცევით ხალხს,ოღონდ თქვენსას მიაღწიოთ და ხალხის ბედი რაში გადარდებთ. ბელადმა დაგმოგძღვრათ -ვირუსი არაფერია,ჩვ.გრიპია გამოდით ყველამ ქუჩაშიო არ თქვა? რა დღეში იყავით და ხართ ბათუმში? გვიანობამდე წვიმაში,ქარში,ერთი პირბადით,ზოგს სულ არა,ასე შეიძლებოდა ხალხის გაჩერება?50 ლარით დაანამუსეთ მოსახლეობის მცირე ნაწილი...შენ და შენისთანებს უნდა გენდოს საქართველოს მოსახლეობა? მარტო მთავრობაში მოსვლა,კარგი ხელფასი და თქვენივე ბიზნესის ხელშეუხლებლობა რომ გადარდებთ მარტო. სირცხვილის კორიდორები თქვენ უნდა გაგიკეთოს ხალხმა.

დდდ   (24.11.2020)
ზუსტად ოპოზიციის ბრალია თქვენ სკამებს სწირავთ ქვეყანას. ხალხი სულაც არ განაღვლებთ ოღონთ თქვენმა შვილებმა კარგად იცხოვრონ და სხვისი შვილები სულაც არ განაღვლებთ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×