რეზონანსი
24.11.2020

მთავრობის ადმინისტრაციაში კრიზისიდან გამოსავალზე მსჯელობენ. ახალი შეზღუდვები და მათი ადმინისტრირება, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა - ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გიორგი გახარია ეპიდემიოლოგებთან და ფინანსურ წრეებთან ერთად განიხილავს.

მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია – მკაცრი შეზღუდვები და სრული ჩაკეტვა არ იგეგმება. შესაძლოა გაიზარდოს გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობა,  სავაჭრო ობიექტებისთვის კი კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს. გარკვეული დღეებში სამუშაო საათები, შესაძლოა, შემცირდეს და შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა.

შეზღუდვების გზით ვირუსის გავრცელების პრევენციისა გარდა საკოორდინაციო საბჭო ინფიცირებულთა ნაკადების მართვის გაუმჯობესების და კლინიკების განტვირთვის მიმართულებით მუშაობს.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში განხილვის საგანია კორონავირუსის ვაქცინას ეხება - ვიდრე ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მთავრობამ ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მობილიზება უნდა უზრუნველყოს.

გადაადგილებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობის ნაწილობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უახლოეს ორ დღეში წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×