
“თვითონ თქვენი ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან ყველაზე დიდი აფეთქება არის შიგნით. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ არანაირი რესურსი არ გვეყოფა,” – აღნიშნული განცხადება ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით გალდიამ “რუსთავი-2”-ის ეთერში განაცხადა.
როგორც გალდია მიიჩნევს, კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია.
“ჩვენ გირჩევთ, რომ იყოს გადაკეტილი ბევრი რამ. ნუ მოწევთ, ნუ დალევთ. ექიმების ყველა რჩევა არის მაქსიმალური. ეს სიტყვა – “ლოკდაუნი” მაინცდამაინც არ მომწონს. თუ თქვენ ამ სიტყვაში დებთ იმას, რომ უნდა შეჩერდეს რესტორნების, ბაზრობების და ა.შ მუშაობა, მაშინ გეუბნებით, რომ ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს. თვითონ თქვენი ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან ყველაზე დიდი აფეთქება არის შიგნით. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ არანაირი რესურსი არ გვეყოფა – არც საწოლების და არც მედპერსონალის, ყველა მოქალაქე ექიმი უნდა იყოს, მაშინ და ყოველი მეორე – ექთანი”, – განაცხადა დავით გადელიამ