რეზონანსი
24.11.2020

მოსახლეობას პირბადე რომ გამოეყენებინა და დისტანცია დაეცვა, მაშინ სახელმწიფოს მიერ მობილობის მაქსიმალურ დაგდებაზე ღონისძიებების გატარება არ გახდებოდა საჭირო, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, რომელშიც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები მონაწილეობდნენ, ყველა სპეციალისტი შეთანხმდა იმაზე, რომ მობილობის შემცირება ამ ეტაპზე მთავარი გამოსავალია.

„ყველას პოზიცია, ჩვენი, ექიმების, ის არის, რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს. რა ზომებს გაატარებს ამისთვის საკოორდინაციო საბჭო, ამას უკვე საბჭო გადაწყვეტს. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - აღნიშნა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×