
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კითხვას, ხშირად თუ ურეკავენ ინფიცირებული ადამიანები, პასუხობს, რომ მის მობილურზე ასეთი 100-ზე მეტი ზარი შედის ასეთი ფრაზით - "ოჯახის წევრი მეხრჩობა!" ექიმი ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად ბინაზე მოვლის რჩევებს აძლევს, ხოლო თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ხშირად უარის თქმა უწევს.
"არის შემთხვევები, როცა სახლში პაციენტი და მისი პატრონები ვერ უმკლავდებიან, სამწუხაროდ, ასეთ პაციენტებს ლევან რატიანი ვერ ღებულობს ხშირად, სამწუხაროდ, ინტენსიურ თერაპიაში და რეანიმაციულ განყოფილებაში მათთვის ადგილი ვერ იძებნება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რესურსი, სამწუხაროდ, ამოწურულია, ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ლევან რატიანი მას ვერ მიიღებს". – ამბობს ის.