რეზონანსი
25.11.2020

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ის და მისი გუნდი ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ხალხს ჰპირდება.

კალაძის თქმით, ხალხთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა სწორად მიაწოდონ ინფორმაცია, რა მიზეზით ვერ მოხერხდა გარკვეული დაპირების შეუსრულებლობა და როდის შესრულდება ის:

"ზოგადად, მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენ გვაქვს ზუსტად ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება - რასაც ვეუბნებით მოსახლეობას, იმას ვაკეთებთ. არის ისეთი რაღაცეები, სადაც შეიძლება დღეს არ შეგვეძლოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ამის თქმის არ გვერიდება და ეს არის სწორი დამოკიდებულება, რომ საზოგადოებამ იცოდეს ის რასაც აკეთებ. რასაც ჰპირდები და ასრულებ დანაპირებს, მაგრამ ასევე ისიც უნდა უთხრა, კონკრეტულ რაღაცას რატომ ვერ აკეთებ და რა არის ამის მიზეზი და როდის გააკეთებ. ეს კომინუკაცია მნიშვნელოვანია", - თქვა კახი კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×