რეზონანსი
25.11.2020

წყალტუბოში, მეხანძრე-მაშველებმა ადამიანი ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს. გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა და მისი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×