რეზონანსი
25.11.2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ახალდაქორწინებულ წყვილს ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ დადგენილება საკანონმდებლო მაცნის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ (150 001 -მდე სარეიტინგო ქულა) ახალდაქორწინებულ წყვილთა ერთჯერად ფინანსურ საჩუქარს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ამასთან, პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია ორივე მეუღლე რეგისტრირებული იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი სარგებლობდეს მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით, გარდა ამისა, ქორწინება (მათ შორის, ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყება) უნდა შედგეს პროგრამის მოქმედების პერიოდში.

აღნიშნულის გარდა, მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისებისკენ.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ, ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით:

პირველ და მეორე ახალშობილზე - 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით - 400 ლარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×