რეზონანსი
25.11.2020

ამერიკის ელჩთან აუდიენციის შემდეგ, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება!

" ვიმეორებ, ყველაფერი უცნობი კარგად ცნობილი გახლავთ. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარციაზე ხელმოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ხელახალი დემოკრატიული არჩევნები, უნდა გამოირიცხოს ძალაუფლების უზურპაცია, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა", - უთხრა მედიას შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიცია ახლა ბიძინა ივანიშვილისგან თარიღს ელოდება, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები და კონსულტაციებიც მხოლოდ ამ თემაზე იქნება.

„თუ ასე გააგრძელებენ, ძალიან მალე თავად „ქართული ოცნების" გარკვეული ლიდერები გახდებიან პატიმრები და შემდეგ მათი მხარდამჭერები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ საქმე პოლიტპატიმრებთან გვაქვს. ისინი აღარ იქნებიან პოლიტპატიმრები, რადგან მათ გააყალბეს ხალხის ნება და ძალაუფლების მითვისება, უზურპაცია უნდათ, რის საშუალებასაც მათ ჩვენი ხალხი და მოკავშირეები არ მივცემთ. ეს არის რეალობა. რეალობა ისიც არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია შეიცვალა, ტრამპმა უკვე განკარგულება გასცა ძალაუფლების გადაბარებაზე ახლად არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენისთვის. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ლობისტებმა რაც ირბინეს ვაშინგტონში, ვირჯინიაში, ალექსანდრიასა და ნიუ-იორკში, ეს ყველაფერი, მათი შრომა წყალში ჩაყრილია და ის ვეღარ შეძლებს ის ლობისტური კავშირები ააწყოს, რომლის იმედზეც იყო. ასე, რომ ეს უკანასკნელი იმედიც და იმედის სარკმელი მისთვის დახურულია", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, "პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ევროპაში არაერთი რევლოუცია მოხდა, იმისთვის, რომ ამ კონტინენტს სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება მიეღო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
გალელი   (25.11.2020)
ვინაა ეს მოუშორებელი მაზალო! მარტო მოთხოვნები რაც იცის,ისიც უსაფუძვლო. გამკეთებელი კი არის თუნდაც ერთი კარგი საქმის? ა რ ა

1234   (25.11.2020)
გაიტანეთ ეს ერთპროცენტიანი ნათელა თავის ოჯახური პარტიანად. ვინმემ იცის სხვა ქვეყნებში ერთ პროცენტიანი პარტიის ლიდერის სახელი და გვარია? ამას ინტერვიუ როგორ უნდა ჩამოართვა? ვის და რას დაკარგვია?

***   (25.11.2020)
საქმე იქით მიდის საგაზაფხულოდ ქვეყანაში არჩევნები კი არა გენერალური დასუფთავება ჩატარდება ,პოზიციას და ოპოზიციას ვინც ამ დღეში ჩააგდეთ ქვეყანა საბოლოოდ სანაგვეზე მოგიწევთ გახვეტა.

Vaa   (25.11.2020)
Jer am mtavrobas ra vutxari am gagania virusis dros rom archevnebi ar gadaavades( axla ra azri hqonda?!) Mere opozicias ra vutxari ambiciebi udroudro dros rom acuxebs da saxelmwifoebrivi azrovnebs ar aqvt!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×