რეზონანსი
25.11.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანა უკვე პიკში იმყოფება და ამ პიკის შემცირების მიზნით, აუცილებელია შეზღუდვების გამკაცრება:

"ჩვენ პიკში შევედით, ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გამკაცრებული ზომები, ანუ რაც არის მიღებული, თუ არ გავაფართოვეთ და გავამკაცრეთ.

გამკაცრება რეგულაციების, ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა, მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და 85 %-ის ოჯახის ექიმის მიერ მართვა - ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა და ამ მიმართულებას მივყვებით.

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთის მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და დავამუხრუჭოთ, მეორეს მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×