რეზონანსი
25.11.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეში შეიძლება 10 000-მდე ინფიცირებული გვყავდეს. მისივე განცხადებით, სეზონური გრიპი ჯერ საქართველოში არ არის და დღეს რაც არის მათი 90% კორონავირუსია.

"სეზონური გრიპი ჯერ არ არის. ამაზე მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს, გუშინდელი მონაცემებით, მთლიანად გაციებით მიმდინარე დაავადებები, დღეს რაც არის, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია ძალიან ცოტა და თითო-ოროლა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია. ასევე არის ცოტათი რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი", - თქვა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×