რეზონანსი
26.11.2020

"გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, ვინც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდება და წლის ბოლოდან დავიწყებთ აღდგენას და რა თქმა უნდა, სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა. საპენსიო დანაზოგები, საპენსიო სქემა და ფონდი, ეს არის გაცილებით გრძელვადიანი საკითხი, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ფუძემდებლური რეფორმა და ჩვენ არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი და გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია, რა პრობლემებიც არ უნდა დაგვიდგეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×