რეზონანსი
26.11.2020

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

„არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება. მე შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნება, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, ჩვენ კანონი გვავალდებულებს, მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნას გარკვეული თანხები პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული, ვინ შედის პარლამენტში და ზოგადად, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან. ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე", - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თუ არ აღიარებთ შედეგებს, დაფინანსება ხომ ხმების რაოდენობის პროპორციულია?", უდუმაშვილის თქმით, შედეგებს არ აღიარებენ, თუმცა ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნით.

„შედეგს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის და არა პარლამენტში შესვლის გამო, შევალთ თუ არ შევალთ, ეს თანხა მაინც გვეკუთვნის. კობახიძე რომ ამბობს, დაფინანსებას შევუწყვეტთო, კი ბატონო, მათთან არის ბურთი და მოედანი, მიიღონ ასეთი კანონი, თუ აწყობთ, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს ვითარებას", - განაცხადა უდუმაშვილმა..

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
კახელი   (26.11.2020)
თუ არჩევნებს არ აღიარებთ დაფინანსება რატომ უნდა მიიღოთ.მუქთა ფული ტკბილია ეტყობა. არანაირი დაფინანსება არც ერთ პარტიას ვინც ბოიკოტს აცხადებენ.მაგათ რაც ეკუთვნის გადანაწილდეს პენსიონრებზე იმათზე ალალია. როდემდე ინახოს ხალხმა თავის ჯიბიდან ამდენი ხორცმეტი.

***   (26.11.2020)
თუ თანხას აიღებთ არჩევნეს აღიარებთ? ხელახარ არჩენებს აღარ მოითხოვთ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×