რეზონანსი
26.11.2020

რა სფეროებზე ნაწილდება ის 1,1 მილიარდი ლარი, რომელიც მოსახლეობის დასახმარებლად დაიხარჯება, ფინანსთა მინისტრმა განმარტა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, 500 მილიონს ის თანხა შეადგენს, რომლის გადახდისგან შეღავათების სახის ბიზნესი დანარჩენი 600 მილიონი კი სოციალური პროგრამების ღირებულებას წარმოადგენს.

„ეს იყო 300-ლარიანი დახმარება, ეს იყო კომუნალური სუბსიდირება, რომელიც 270 მილიონ ლარამდე იქნება, შეიძლება 300 მილიონამდე იყოს; ეს იყო 6 თვის განმავლობაში 200-ლარიანი, ჯამში 1200-ლარიანი დახმარება, რაც ასევე ფაქტობრივი მონაცემებით იყო 150 მილიონი და ახლა შევხედავთ და ვნახავთ, იმედია ნაკლები იქნება, ანუ ნაკლები ადამიანი აღმოჩნდება უმუშევრების სიაში და ა.შ", - განმარტა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×