რეზონანსი
26.11.2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბრიდან ამოქმედება, სისტემური ხასიათის არ არის და მთავრობის არჩევანი ეპიდემიის მართვაში ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკას შორის ბალანსის დაჭერაა.

"ეს არ არის რაღაც სისტემური შეზღუდვები. ეს არ არის ლოქდაუნი. წარმოება, ყველაფერი მუშაობს. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ არასაბაზისო, პირველადი მოთხოვნილების სერვისებზე, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, რესტორანი და ფიტნესი, რომლებიც აგენერირებენ დიდ მობილობას. მე ვსაუბრობ ბალანსზე - ეპიდემიის მართვაში ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, ეკონომიკასთან ერთად, ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას და სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
კახა   (28.11.2020)
ღირსეული პრემიერი

...........   (28.11.2020)
ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×