რეზონანსი
26.11.2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აკვირდებიან მედიას და ამის შემდეგ უკავშირდებიან იმ პაციენტებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ საავადმყოფოებში.

მინისტრის განმარტებით, ჰოსპიტალში მოთავსებული არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ.

"ალბათ მე მომიწევს ვიყო გულწრფელი და ვთქვა შემდეგი, რომ ძალიან ხშირად ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები, აქ რამდენჯერმე ტერმინიც იყო გამოყენებული, რომ "როდესაც ერთი ამბავი ავტეხეთ, მას შემდეგ მიგვიღეს საავადმყოფოში, ისე არ მიგვიღეს". ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მედიას და შემდეგ ვუკავშირდებით ამ ადამიანებს, ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით. ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ მოთავსებული, ამ დროს ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას", - აღნიშნა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×