რეზონანსი
26.11.2020

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ჯანსაღი აზრის ფარგლებში არ ჯდება.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობა შეზღუდვების დაწესების პროცესში მხოლოდ იმ სპეციალისტების აზრებს ითვალისწინებს, რომლებიც მათი "პოლიტიკური მარიონეტები არიან". ის მიიჩნევს, რომ შეხვედრებს ოპოზიციაც უნდა ესწრებოდეს და გაფართოებულ ფორმატში მსჯელობა ჯერ კიდევ მარტში უნდა დაწყებულიყო.

ის მთის კურორტების ჩაკეტვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს და "მთაში პირდაპირ შიმშილს მივიღებთ".

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად გაუთვლელია, აბსოლუტურად არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას მთელი რიგი ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს გახარიამ გამოაცხადა. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადმოიწია ე.წ კომენდანტის საათმა, რომელზეც, რატომღაც, მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს და 21:00 საათიდან დაიწყება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ კომენდანტის საათი სადაც შემოიღეს, ყოველდღიური ინფიცირების ოდენობა გაიზარდა",- აღნიშნა უგულავამ.

უგულავა იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელის ტრანსპორტის შეზღუდვას ეხება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში მოქალაქეებს სამსახურში ტაქსით მოუწევთ მისვლა, რაც, უგულავას თქმით, "სისულელეა". მისივე შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკას დააზარალებს.

"არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე სამსახურში ტაქსით მივა, ეს არის სისულელე. იმის ნაცვლად, რომ ავტობუსებში დაგვემატებინა ზედამხედველობის სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელიც მძღოლთან ერთად გააკონტროლებდა პირბადის ხმარებასა და ადამიანების ოდენობას ტრანსპორტში, ჩვენ ვიღებთ რეალობას, როდესაც სრულად იკრძალება ტრანსპორტი... ეს შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, რადგან თუ საჭიროა საახალწლოდაც საჭიროა, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს? და შემდეგ უკვე 3 იანვრიდან 2 კვირა ქვეყანა საერთოდ ისვენებს - ეს რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ჩვენ პანდემიაზე უარეს სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძლის გადიდება შეიძლება მიიღოს ამ ხალხმა იმიტომ, რომ სმას გადაჰყვეს ნახევარი ქვეყანა. საერთოდ გაუთვლელია ეს ყველაფერი. ჯანსაღი აზრი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუ   (26.11.2020)
წურბელავ...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×