რეზონანსი
26.11.2020

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დროულად დაიწყოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი.

„ჩვენ გვჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება ისეთი ტიპის შეღავათების გაკეთებას, როგორიცაა მაგალითად: ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან განთავისუფლება 2021 წელს. ასევე, საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა იმისთვის, რომ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის

4 თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ამჟამად, ეს ვადა გადის მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს და ჩვენ ამ ვადას ტექნიკურად გავაგრძელებთ პირველ იანვრამდე. მანამდე, უნდა მოხდეს მისი საკანონმდებლო წესით გამაგრება. ზოგადად, გარდა იმ შეღავათებისა, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს იმ სუბსიდიებისა და დახმარების პროგრამები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს საბიუჯეტო განხილვა და 2021 წლის ბიუჯეტი დროულად იყოს მიღებული", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×