რეზონანსი
26.11.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიით შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.

მათივე თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა ხალხი რომ მეტად იყოს დაკავებული სპორტით, როგორიცაა მაგალითად, სიარული ან სირბილი.

„ახალი გაიდლაინის მიხედვით, ზრდასრული ადამიანებისთვის კვირის განმავლობაში რეკომენდებულია, სულ მცირე, 150-300 წუთით საშუალო ან აქტიური აერობიკა, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის კი დღეში 60 წუთი", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფიზიკურად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

„ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×