რეზონანსი
26.11.2020

ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომ ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ის აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იდენტიფიცირება და თითოეულ ბენეფიციარამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა სახელმწიფოს წინა სოციალური დახმარების საკმაოდ კარგი ბაზა აქვს და დახმარების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების კუთხით ბიზნესის მხარდაჭერის იმედიც აქვს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უფრო მიზნობრივი და განსაზღვრულია მაგალითად ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კონკრეტული დარგების წარმომადგენლებისთვის, ეს მარტივი არ იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბიზნესთან გუშინდელი შეხვედრისას კომპანიებს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ ამაში. დღეს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დავალება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ის არის განსაზღვრული, აუცილებლად უნდა მიიღოს 30 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დახმარების გაცემის დროსა და მექანიზმებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმაც:

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანიებმა, რომლებიც შეზღუდვების გამო მოუწევთ მუშაობის გაჩერება და მათი დასაქმებულები სამუშაოს გარეშე დარჩებიან, ფინანსთა სამინისტროს უნდა მიაწოდონ დეტალური და ზუსტი ინფორმაცია თავის დასაქმებულებზე, რათა 300 ლარიანი დახმარებების გაცემა მოხდეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის სფეროები, რომლებიც შეიზღუდა და მათში დასაქმებულ ადამიანებზე მთავრობა აიღებს ვალდებულებას, რომ გასცეს 300 ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხის გაცემა წლის ბოლომდე მოხდეს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა - გადამხდელებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ, რომელიც დასაქმებული იყო ბაზრობაზე, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიასა თუ რესტორნაში. აუციელებელია, რომ ეს ინფორმაცია მოვიდეს დადასტურებულად და ხარისხიანად. რა ბაზებიც გვაქვს შემოსავლების სამსახურში ყველანაირად დავეხამრებით გადამხდელს, რომ ამ ინფორმაციის მობილიზება მაქსიმალურად მარტივად მოხდეს და შესაბამისად დროულად მოხდეს ამ თანხის გადახდა.

მოვუწოდებ ყველას, ვისზეც ვრცელდება ეს დახმარების პაკეტი, მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია.

დეტალები შემოსავლების სამსახურის მიერ იქნება გაწერილი და უახლოეს დღეებში ტექნიკურ ნაწილს მოგახსენებთ", - განმარტა ივანე მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (17)
ჩაწერა სახელი
Nino natsarashvili   (29.11.2020)
Var mcire mewarme davdiodi turqetshi da xelit gadmomqonda tetreuli da teqstili vixdidi sabajo gadasaxadebs bolos viyavi 2020 ianvarshi da mete daiwyo korona davrchi umushevari ta meqanizmit sheizleba avigo daxmareba?

ნესტანი   (29.11.2020)
ვმუშაობდი მაღაზიაშიდაიხურა.როგორ დავრეგისტრირდე რო ავიღო

გიორგი   (28.11.2020)
ღირსეული და საამყო პრემიერი!

...........   (28.11.2020)
ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ ხალხს გაიხარეთ

lali   (27.11.2020)
var tvitdasaqmebuli(repetitori), mekutvnis tu ara samaslariani daxmareba?

tatoo   (26.11.2020)
იმ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველების და ა. შ ვინც ხმა მისცა ან აიძულეს მიეცა ხმა,,ოცნებას""... არ გინდოთ 400 ლარიანი პენსია და ადეკვატური მთავრობა ნუ დაიწყებთ ახლა წუწუნს....

Li   (26.11.2020)
Bankebs ra ukot.ra vchamot

Gulvardi gogitidze   (26.11.2020)
Kidev unda davregistrirde tu ara

sos!   (26.11.2020)
პენსიონრებისთვისაც გააკეთეთ ერთი თვის დახმარება მაინც ამ საახალწლოდ. 20 და 25 ლარი {70-მდე და 70-ზემოთ] პენსიონრებს ექნებათ მომატება იანვრიდან?

Nani gelaDZE   (26.11.2020)
Arc daxmareba maqvs da arc socialuri myavs ori shvili da yvela umushavari chems shvilebs ar undat Chama chven ta gveshveleba gtxovt dahve marot

ნინო ნეფარიძე   (26.11.2020)
არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ უკვე 2 წელია.მე ავადმყოფობის გამო დავანებე თავი აღარ შემეძლო ფეხზე დგომა.არც გაზაფხულზე არაფერი აგვიღია დახმარება და ნეტა ეხლაც არ გვეკუთვნის? თუ ჩვენ ჰაერით ვარსებობთ?

Nato   (26.11.2020)
300lariani daxmarebna pirvelic ar amigia.

ელი   (26.11.2020)
ვისაც არც სოციალური არც სამსახური ის არ არსებობს ამ ქვეყანაში? არ ჭირდება დახნარება ?

ირინე   (26.11.2020)
მე ვარ 5 შვილის დედა და როგორ შეიძლება დავრეგისტირდეთ

ნესტანი   (26.11.2020)
300ლარიანი ერთჯერადი მე პირველ ტალღაზეც არ ამიღია როგორ დავრეგისტრირდე რო ავიღო ხო არ დამეხმარებით

ნესტანი   (26.11.2020)
მე მაგი 300ლარიანი პირველ თაობაზეც არ ამოუღია როგორ დარეგისტრირდა ეხლა რო ავიღო

Nana   (26.11.2020)
Vmushaobdi dzizad,chemi bavshvis mshoblebi mushaobdnen lilo molshi,mas shemdeg rac daiketa lilos bazroba davrchi umushevari da axlac ase iqneba,mashinac ver avige 300lariani daxmareba da exlac vis unda mivmarto arvici


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×