რეზონანსი
26.11.2020

ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ანუ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორთვიანი გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებულია როგორც ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და დაამტკიცა ორთვიანი სამოქმედო გეგმა. დღესვე, გვიან ღამით, უკვე ხელმისაწვდომი იქნება მთავრობის დადგენილებაც, რომელშიც ასახული იქნება ეს შეზღუდვები და ცვლილებები, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, რომ გაეცნოს აღნიშნულ შეზღუდვებს. გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იყო ეპიდემიოლოგების მოსაზრებები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, თუ რა სახის შეზღუდვები შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული და როგორ უნდა გვემოქმედა ამ ორი თვის განმავლობაში,“- განაცხადა ბექა დოჭვირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლევანი   (28.11.2020)
მადლობა ყველას ვინც წინა ფრონტზე იბრძვის ამ ვირუსთან

გიორგი   (28.11.2020)
ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას რეკონმენდაციები


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×