რეზონანსი
26.11.2020

28 ნო­ემ­ბრი­დან ქვე­ყა­ნა­ში შე­ზღუდ­ვე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­აც­ნო. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ფიტ­ნეს ცენ­ტრე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი იხუ­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი კი მუ­შა­ო­ბას აჩე­რებს.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას უამ­რა­ვი კი­თხვა ჰქონ­და. ცოტა ხნის წინ მთავ­რო­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა:

1. იზღუ­დე­ბა თუ არა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მი­მოს­ვლა?

დიახ, 28 ნო­ემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე, ასე­ვე 3 იან­ვრი­დან 31 იან­ვრამ­დე იზღუ­დე­ბა მგზავ­რთა რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­დაყ­ვა­ნა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით, ავ­ტო­ბუ­სე­ბით (M2 და M3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით), ასე­ვე რკი­ნიგ­ზით.

სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი იმუ­შა­ვებს 24 დე­კე­მებ­რი­დან 2 იან­ვრის ჩათ­ვლით.

2.შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კერ­ძო კომ­პა­ნი­ამ თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?

დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია.

3. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა?

დიახ, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით, მათ შო­რის ტაქ­სე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვე­ბის გა­რე­შე.

4. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­და­ად­გი­ლე­ბა?

დიახ, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით ან ტაქ­სით სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

5. ჩერ­დე­ბა თუ არა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა?

ქ. თბი­ლი­სის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ზუგ­დი­დის, ქ. ფო­თის, ქ. თე­ლა­ვის სა­ზღვრებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა სრუ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია 28 ნო­ებ­რი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე, ასე­ვე 3 იან­ვრი­დან 16 იან­ვრამ­დე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს შა­ბათს და კვი­რას 16 იან­ვრი­დან-31 იან­ვრის ჩათ­ვლით.

6.იკ­რძა­ლე­ბა თუ არა ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა დღის სა­ა­თებ­ში?

ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშ­ვე­ბუ­ლია.

7. ძა­ლა­შია თუ არა აკ­რძალ­ვა ღა­მის სა­ა­თებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ?

დიახ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იკ­რძა­ლე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ი­თად, ისე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყოფ­ნა.

გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღამე - 31 დე­კემ­ბრის 21:00-დან 1 იან­ვრის 05:00 სა­ა­თამ­დე და შო­ბის ღამე - 6 იან­ვრის 21:00 სა­ა­თი­დან 7 იან­ვრის 05:00 სა­ა­თამ­დე, რო­დე­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი.

8. იზღუ­დე­ბა თუ არა სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე (ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, გო­დერ­ძი და მეს­ტია) მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა?

დიახ, იზღუ­დე­ბა

9. დიდ ქა­ლა­ქებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა თუ არა სოფ­ლებ­ზე და მო­მიჯ­ნა­ვე დაბა/და­სახ­ლე­ბებ­ზე?

გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა 21:00სთ-05:00მდე, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შეზ­რუდ­ვა, ისე­ვე რო­გორც კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, ფიტ­ნესკლუ­ბე­ბის და აუ­ზე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა მოქ­მე­დებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

დიდ ქა­ლა­ქებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი სხვა შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის სა­ზღვრებ­ში.

10. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა 28 ნო­ემ­ბრამ­დე მი­ღე­ბუ­ლი საშ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა?

დიახ, 9-ნო­ემ­ბრი­დან გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბი კვლავ ძა­ლა­შია.

11. აკ­რძა­ლუ­ლია თუ არა 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა?

აკ­რძა­ლუ­ლი არ არის. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა პი­რებ­მა თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან.

▶ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა

12. რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია რეს­ტორ­ნებ­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მთლი­ა­ნად გა­და­დი­ან მი­ტა­ნის/გა­ტა­ნის სერ­ვის­ზე.

13. რო­მელ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებს ეხე­ბა შე­ზღუდ­ვა?

ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რად - ად­გილ­ზე მი­ტა­ნის/ად­გი­ლი­დან გა­ტა­ნის სერ­ვი­სით, მომ­ხმა­რებ­ლის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის/წვდო­მის გა­რე­შე.

ეს შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა:

სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის, ცხო­ვე­ლის, ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის, პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და აგ­რო­ქი­მი­კა­ტე­ბის, სა­თეს­ლე და სარ­გა­ვი მა­სა­ლე­ბის სა­ცა­ლო რე­ა­ლი­ზა­ცი­ას;

ელექტრო­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყლის, ბენ­ზი­ნის, დი­ზე­ლის, თხე­ვა­დი აი­რის მი­წო­დე­ბას;

სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას;

პრე­სის ჯი­ხუ­რებს.

14. იზღუ­დე­ბა თუ არა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით?

არა, იზღუ­დე­ბა მხო­ლოდ ქ. თბი­ლი­სის, ქ. თე­ლა­ვის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ფო­თის, ქ. ზუგ­დი­დის და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის (ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, გო­დერ­ძი და მეს­ტია) სა­ზღვრებ­ში.

15. იხუ­რე­ბა თუ არა ბაზ­რე­ბი და ბაზ­რო­ბე­ბი?

ქ. თბი­ლი­სის, ქ. თე­ლა­ვის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ფო­თის, ქ. ზუგ­დი­დის და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის (ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, გო­დერ­ძი და მეს­ტია) სა­ზღვრებ­ში ყვე­ლა ტი­პის ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რე­ბი/ბაზ­რო­ბე­ბი გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე.

აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი/ბაზ­რო­ბე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით.

16. ეხე­ბა თუ არა აკ­რძალ­ვა ფიტ­ნეს დარ­ბა­ზებ­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზებს?

ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბი­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ჩერ­დე­ბა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

17. აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი და ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი?

სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი და ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით.

18. და­საშ­ვე­ბია თუ არა სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა ე.წ „დე­ლი­ვე­რი სერ­ვი­სი“?

„დე­ლი­ვე­რი სერ­ვი­სი“ და­საშ­ვე­ბია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

19. არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის - 21:00-05:00 სა­ა­თის პე­რი­ოდ­ში?

სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

20. აგ­რძე­ლებს თუ არა მუ­შა­ო­ბას ბან­კე­ბი/სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბი/მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი?

ბან­კე­ბის, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არ იზღუ­დე­ბა.

21. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კვე­ბის ობიქ­ტებ­ზე ად­გილ­ზე მის­ვლა და საკ­ვე­ბის გა­მო­ტა­ნა?

დაშ­ვე­ბუ­ლია კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი­დან პრო­დუქ­ტის გა­ტა­ნა ე.წ. takeaway, კერ­ძოდ მომ­ხმა­რებ­ლის კვე­ბის ობი­ექ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა და პრო­დუქ­ტის გა­მო­ტა­ნა.

▶ სწავ­ლა

22. რა სა­ხის რე­გუ­ლა­ცია ვრცელ­დე­ბა სკო­ლებ­ზე, უნი­ვერ­სი­ტეტბ­სა და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე?

ქ. თბი­ლი­სის, ქ. თე­ლა­ვის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ფო­თის, ქ. ზუგ­დი­დის სა­ზღვრებ­ში სკო­ლე­ბი, პროფ­სას­წავ­ლებ­ლე­ბი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი (სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბის გარ­და) სრუ­ლად გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე.

23. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ტრე­ნინ­გე­ბის, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ნა­წი­ლე­თა ფი­ზი­კუ­რი დას­წრე­ბით?

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ყვე­ლა სა­ხის კონ­ფე­რენ­ცი­ის, ტრე­ი­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით.

24. და­საშ­ვე­ბია თუ არა კულ­ტუ­რულ/სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი?

კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით. გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იზღუ­დე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

25. ვრცელ­დე­ბა თუ არა აკ­რძალ­ვე­ბი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სპორ­ტულ წრე­ებ­ზე?

დიახ, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო, სპორ­ტუ­ლი წრე­ე­ბი და სტუ­დი­ე­ბი აჩე­რე­ბენ მუ­შა­ო­ბას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

26. აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა მუ­შა­ო­ბას სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი?

კერ­ძო და სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი აჩე­რე­ბენ მუ­შა­ო­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

▶ სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი

27. იზღუ­დე­ბა თუ არა გა­და­ა­დი­ლე­ბა სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე?

ბა­კუ­რი­ან­ში, გუ­და­ურ­ში, გო­დერძსა და მეს­ტი­ა­ში იკ­რძა­ლე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ი­თად, ისე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყოფ­ნა.

28. და­მა­ტე­ბით რა შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა ბა­კუ­რი­ან­ში, გუ­და­ურ­ში, გო­დერძსა და მეს­ტი­ა­ში?

აღ­ნიშ­ნულ კუ­რორ­ტებ­ზე სას­ტუმ­რო­ე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ მხო­ლოდ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბის­თვის.იზღუ­დე­ბა სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის და სა­ბა­გი­ე­რო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი.(144-ის ოპე­რა­ტორ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნუ­მარ­ტოს მო­ქა­ლა­ქეს, რომ მას შე­უძ­ლია აღ­ნიშ­ნულ კუ­რორ­ტებ­ზე იქი­რა­ოს ბინა).

▶ სხვა კი­თხვე­ბი

29. რა სან­ქცი­აა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში?

დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი პირი/ინდ. მე­წარ­მე და­ჯა­რიმ­დე­ბა 2 000 ლა­რით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პირი - 10 000 ლა­რით.

30. რო­დის შე­დის ძა­ლა­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი?

შე­ზღუდ­ვე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ანდრია   (28.11.2020)
ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას რეკონმენდაციები

ნათია   (28.11.2020)
კარგია რომ მაქისმალურად ეხმარებიან ხალხს

Lui   (26.11.2020)
Mogitkant kvelaperi bankebi gaacheret kvelapers ro acherebt tu ara miigebt bunts.saxlebidan gamokrili xalxis an mshieri xalxis.gadagivliannn.unamusoebo


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×