
კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ მომენტისთვის ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 3 148-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტი კა ასეთია: ახმეტის მუნიციპალიტეტში -21, თელავში - 37, ყვარელში - 4, ლაგოდეხში - 47, გურჯაანში - 21, სიღნაღში - 2, დედოფლისწყაროში - 21, საგარეჯოში - 16.
ამ ეტაპზე კოვიდმკურნალობას 1 760 ადამიანი გადის, მათ შორის 1 568 - ბინაზე, 32 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 160 კოვიდკლინიკაში მყოფება.
ამასთან, თვითიზოლაციაში 2 467 ადამიანი რჩება, რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში კი - 126. ვირუსი დღის 141-მა მოქალაქემ დაამარცხა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 118 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 98 781-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 124 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2 071 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 145 პაციენტი. კოვიდ სასტუმროში 3 723 ადამიანი იმყოფება.