რეზონანსი
26.11.2020

ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, სას­წრა­ფო­ე­ბის რი­გია აღ­ბეჭ­დი­ლი. სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სას­ტუმ­რო "შა­ი­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ სას­წრა­ფო­ებ­ში სწო­რედ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი წვა­ნან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ რიგს ელო­დე­ბი­ან, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მათ­თვის ად­გი­ლი.

"ასეთი ამბავი უკვე ხში­რია, რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა, 10-12 ერ­თდრო­უ­ლად მო­დის და პა­ცი­ენ­ტე­ბი მოჰ­ყავს. ჩვენ­თან პა­რა­ლე­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი. ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექი­მე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც ატა­რე­ბენ ტეს­ტი­რე­ბას. და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ გვაქვს ად­გი­ლი, ჩვენ­თან სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში გა­და­ყავთ, თუ არა­და, ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ად­გი­ლის მო­ე­ძებ­ნა ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა. რიგი ფო­ტო­ზე, რის გა­მოც, ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ატყდა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა უკვე.

37 ოთა­ხი გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. გა­დატ­ვირ­თუ­ლად წა­ვი­და ეს დღე­ე­ბი, თით­ქმის ყო­ველ­დღე მო­ყავ­დათ პა­ცი­ენ­ტე­ბი.

ნეტა ხვალ გა­თენ­დეს ისე­თი დილა, რომ სას­ტუმ­რო­ში ტუ­რის­ტი შე­მო­ვი­დეს. ყვე­ლა მინ­და, რომ ჯან­მრთე­ლად ვი­ყოთ. ჩვენ სას­ტუმ­რო ვართ და არა კლი­ნი­კა, გვინ­და ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ", - განუცხადა "ამბებს"  "შა­ი­ნის“ დი­რექ­ტორმა რა­მაზ ბი­ჭი­აშ­ვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×