რეზონანსი
26.11.2020

ჩემი რჩევა ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუსმინოს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს უნდა მოუსმინოს“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მარინა კალიურანდის თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაზე განხორციელებული შეტევა არასამართლიანია.

„სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და მათ სინდისზეა, რასაც ისინი ამბობენ. მისიაზე პერსონალურ დონეზე განხორციელებული შეტევა უბრალოდ არასამართლიანია. თემაზე თუ როგორ ჩაიარა არჩევნებმა, უნდა მოვუსმინოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეუთო/ოდირი არის დაბალანსებული და ობიექტური ორგანიზაცია.

ეუთო საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ საქართველოში არ აკვირდება. ეუთომ დადო დასკვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მათ თქვეს, რომ არჩევნები აშშ-ში იყო დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ის რაც ითქვა აშშ-ზე, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც.

საქართველოშიც არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული, მაგრამ იყო გარკვეული ხარვეზები. ეს არის რეალობა. ჩემი რჩევა ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: მათ არა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უნდა მოუსმინონ, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, არამედ მათ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს უნდა მოუსმინონ“, - განაცხადა მარინა კალიურანდიმ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
2020   (27.11.2020)
როდისმე ხომ უნა გაკეთდეს ანალიზი, თუ რა ვისწავლეთ და ვერ ვისწავლეთ დასავლეთისგან, ზვიად გამსახურდიას მთავრობას, ჰქონდა ქართველი ხალხის, ლამის 90%-იანი მხარდაჭერა, მას უთხრეს შენ აღმა მიცურავო, ხელები დაიბანეს რუსეთის მიერ პროვოცირებულ შეიარაღებულ ბანდფორმირებების მიერ გადატრიალებაზე და არჩეულ პრეზიდენტს, არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ თავშესაფარი არ მისცა, უფრო მეტიც, უკანონოდ მოსული შევარდნაძის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადეს და იძულებითი ბანდიტური ხუნტა ქართველ ხალხს თავზე დაასვეს, 30-წელიწადია გვიმეორებენ თუთიყუშებივით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ამასობაში რუსეთმა ჩაყლაპა ჩვენი ორი დიდი ანკლავი, აფხაზეთი და ოსეთი და დღითიდღე როგორც ანაკონდა ყლაპავს მთელს საქართველოს...არც ერთი არჩევნები,რომელიც საქართველოში ჩატარებულა, საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ, არ ყოფილა ქართველი ხალხის ნების გამომხატველი და ეს ქალბატონი გვიმტკიცებს, რომ თქვენ, ჩვენ რასაც გეტყვით, ის გააკეთეთო, გამოდის რომ ესენი გვინიშნავენ მთავრობას და არჩევნები არის, ერთი დიდი სპექტაკლი, თუმცა რა გასაკვირია, როდესაც-თვით აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, არჩევნები მაგრად გამიყალბესო და ამას ვინ გაუყალბა, მართლაც შესწავლის საგანია, ალბათ იქაც ვიღაც ჟვანიაა... ეს არის ალბათ, დემოკრატიის დასასრული...

გიო   (27.11.2020)
ეეე გალელი რაებს ბოდავ 25 წელია არჩევნებში ვმონაწილეობ და ასეთი რამ არ მინახავს. ოქმების ასეტი გადასწორებებბი და ჩაყრები. იცი რატომ არ დაჯდა ბალანსი? გაყალბებული არჩევნების ბალანსის დაჯენა არის ურთულესი. სად ყავდათ ამათ მისიები ტვალები მიხატული აქვთ ალბათ. რამდენი %-ით გაყალბდა იმდენი ამათი დედას შეცა მთელმა საქართველომ

გალელი   (27.11.2020)
კახას- და ამაში ოპოზიცია ეხმარება...

კახა   (26.11.2020)
აზრი აღარ აქვს რამის დაწერას.დედა აქვს საქართველოს ნატირები,თან როგორ : მაგრად...იტყვით გამოსავალიო არიო ???? აღარა გამოსავალი, რაზგონი აკრეფილი აქვს დედის ტირებას........... მგონი რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს, დაგვანგრევს და დაგვშლის კუბიკ კიბიკ....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×